23:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 16:14:51, 1246 ნახვა

საზოგადოება
„კაი დღეში ხარ, ახლა იცინე!“ - საკრებულოს დეპუტატის დამცინავი სტატუსი სალომე ბარკერის მისამართით

"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ამ წარწერით გააზიარა ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ნანა კოსტავამ ბლოგერი სალომე ბარკერის ვიდეო.

ვიდეოს გაზიარება დროში სალომე ბარკერის 16 წლის დის გარდაცვალებას დაემთხვა. მოგვიანებით, კოსტავამ აღნიშნა, რომ მოზარდის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა და ბოდიში მოიხადა. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატმა გამოქვეყნებულუ მასალა, საკუთარი Facebook-გვერდიდან წაშალა, პოსტის "სქრინმა" სოცქსელში გავრცელება მოასწრო და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია. 

ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი ქუთაისის მერიასთან ნანა კოსტავას გადადგომის მოთხოვნით იკრიბება. 

Facebook-ში ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის კიდევ ერთი პოსტი გავრცელდა, სადაც ის "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებას უზნეობის გამო მის მიმართ მოვლენილ უფლის განსაცდელს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერ სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დრის წინ ლაგოდეხის ნაკრძალსი ექსკურსიის დროს გარდაიცვალა. ის დინებამ გაიტაცა და მოზარდი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics