|
2019-05-29 14:30:48, 989 ნახვა
საზოგადოება
გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა
გლობალური ფონდის, აივ ინფექცია/შიდსის პროგრამის ავტოპარკი განახლდა. სათემო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, 16 ავტომობილი პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს გადაეცა. ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრეელიძე ესწრებოდნენ. შიდსის პროგრამის განხორციელების ცენტრები ქვეყნის 16 ქალაქში მდებარეობს, ხოლო მობილური ჯგუფებით მოცვა 55 ქალაქს/დაბას სცდება. ასეთი ინტენსიური დატვირთვის პირობებში გამართული ავტოპარკის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის. ახალი ავტომობილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდებას რეგიონებში მობილური ბრიგადების მეშვეობით, ხელს შეუწყობს მკურნალობიდან დაკარგული პაციენტების მოძიებას და მათ კვლავ ჩართვას პროგრამაში. ასევე, ხელს შეუწყობს აივ ინფექციის პრევენციული სერვისების მიწოდების და ტესტირების გეოგრაფიული ბარიერის მოხსნას შიდსის მაღალი რისკის მქონე პირებისთვის, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებისთვის. 8 ავტომობილი გადაეცემა სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრს, 4 - საქართველოს ზიანის შემცირების ქსელს და 1 შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს. 3 ავტომობილი გადაეცა დაავადებათა კონტროლის ცენტრს რეგიონული ზედამხდველობის ფუნქციის გაუმჯობესებისთვის, მათ შორის გლობალური ფონდის პროგრამების მონიტორინგის, სამი დაავადების (აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და C პეპატიტის) ინტეგრირებული სკრინინგის პროგრამის და სხვა სახ პროგრამების მონიტორინგისა და ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით.
(NS)
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)