|
2019-05-27 22:40:56, 1022 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც რისკებით მიყენებულ ზარალს ამცირებს
სტიქიით დაზარალებულ შიდა ქართლის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად შეხვდა. „დაზარალებულთა დიდ უმრავლესობას, სამწუხაროდ, მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა. 2014 წლიდან ქვეყანაში აგროდაზღვევის პროგრამას ვახორციელებთ და მუდმივად ვაფრთხილებთ ფერმერებს, რომ რისკების შემცირების ერთადერთი გზა დაზღვევაა. სახელმწიფო სოლიდურ თანხას ხარჯავს ამ მიმართულებით, ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის. ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა 70%-ია; ვაზზე 50%. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. აგრარულ დარგში საქმიანობა რისკიანია. დღესაც იმავეს გავიმეორებ, დაზღვევა არის ერთადერთი მექანიზმი, რაც ამ რისკებით მიყენებულ ზარალს მინიმუმადე ამცირებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო უშუამდგომლებს ფერმერებს საბანკო სექტორთან და სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობის საკითხს დასვამს. აღინიშნა, რომ მიწების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია მოგვარდეს ტექნიკური ხარვეზები, რაც შეიძლება არსებობდეს და ასევე გადაიჭრას ფრაგმენტაციის პრობლემა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)