|
2019-05-27 14:35:15, 820 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის გამგეობამ კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის გამაგრების პროექტი დააფინანსა
მთაწმინდის გამგეობამ რაიონში კიდევ რამდენიმე ავარიული შენობის კაპიტალური გამაგრების პროექტი დააფინანსა. მწვავედ ავარიული საცხოვრებელი სახლების გამაგრებითი სამუშაოები, ამჯერად, ძმები ზუბალაშვილების ქ. №49-სა და ბესიკის ქ. №21-ში დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, გამაგრდება მრავალბინიანი შენობების კონსტრუქციული ელემენტები - საძირკველი და მზიდი კედლები, მოჩარჩოვდება ღიობები. აღნიშნულ პროექტებს, გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 215 ათასი ლარია გათვალისწინებული. საძირკველისა და მზიდი კედლების გამაგრების სამუშაოები საცხოვრებელ სახლებზე ზაფხულში დასრულდება. ამ დროისთვის, მთაწმინდაზე კიდევ ექვსი ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)