21:20 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 13:22:00, 763 ნახვა

საზოგადოება
მაჩალიკაშვილი: გოგაშვილი უხუცესებს მოკლული სპეცრაზმელის ფოტოებით არწმუნებდა, რომ სპეცოპერაცია გამართლებული იყო

გოგაშვილმა უხუცესებს დაულაგა მოკლული სპეცრაზმელის ფოტოები, რითიც არწმუნებდა, რომ პანკისში სპეცოპერაცია გამართლებული იყო, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჩალიკაშვილის განცხადებით, დღეს 1 წელი შესრულდა, რაც შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე აქციების გამართვა დაიწყეს.

გარდა ამისა, როგორც მან განაცხადა, სოსო გოგაშვილთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან გოგოაშვილი  ხეობაში ჩასვლას ვერ ბედავდა.

„გოგაშვილს, არ ყოფილა არანაირი შეხმიანება, არანაირი კომუნიკაცია ჩემთან არ ჰქონია, კი მართალია მისმა მეუღლემ რაღაც ჩაწერა, წერონ და იყვნენ რამდენიც უნდათ. გოგაშვილი არის დამფრთხალი. მკვლელობის მეორე დღეს სოსო გოგაშვილი მოდის თელავში, იმის კაცობა არ აქვს იმას, რომ ხეობაში ამოვიდეს, ჩაჰყავს მთელი უხუცესთა საბჭო თელავში და მთელ თითოეულ საბჭოს წევრის წინ ალაგებს სურათებს მოკლული სპეცრაზმელისა დ ამის შვილების და ეუბნება „ თქვენ იცით ვინ არის ეს ადამიანი?“ აქედან გამომდინარე ყველამ დასკვნები გამოიტანოს რა მიანიშნებს. არწმუნებდა საბჭოს ყველა წევრს, რომ ეს სპეცოპერაცია იყო გამართლებული და იყო სწორად ჩატარებული. დღეს გოგაშვილი ამაზე არ საუბრობს, დღეს გოგაშვილი თავის ტყავისა და ნაშიერების გადარჩენას ცდილობს“, - აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics