20:18 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 13:59:10, 963 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლები - ჩვენი მოთხოვნა აპოლიტიკურია და ყველა პოლიტიკურ პარტიას ვემიჯნებით

ტაქსის მძღოლების საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და მოუწოდებენ, ნუ ეცდებიან მძღოლების მართვას.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას.

მათივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობა ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე უკვე წავიდა, თუმცა დარჩა საკითხები, რომლებზეც მსჯელობა გრძელდება.

„შეიქმნა ე.წ საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკური პარტიების დავალებით. ყველას მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ მერიასთან, რიგ საკითხებზე მივაღწიეთ შეთანხმებას, მოლაპარაკებები გრძელდება, ეს მუშა პროცესია. ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ და გვაქვს ამაზე საუბარი მერიასთან. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, „ნაციონალური მოძრაობა” იქნება, „ლეიბორისტული პარტია” თუ ნებისმიერი სხვა, ვთხოვთ, თავი შეიკავონ მძღოლებთან სოციალურ საკითხებში ჩარევისგან. ასევე, მოვუწოდებთ ახლადშექმნილ ე.წ. საინიციატივო ჯგუფს, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან“, - განაცხადა აინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics