|
2019-05-22 18:52:19, 1356 ნახვა
საზოგადოება
დ.ღ.-ს ადვოკატი - განაჩენი პოლიტიკურია, ახლა სხვა არასრულწლოვნების დაჭერა უნდათ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის მსჯავრდებულ დ.ღ.-ს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დ.ღ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი ინფორმაციით, გამორიცხული არაა სხვა არასრულწლოვნებიც დააკავონ. „ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების სავარაუდოდ, დაკავება და დაჭერა. პლუს იმას, რომ იმ განაჩენზე, თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. იქ როდესაც საუბარია, ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდაო, არ მისული პიროვნების ჩვენება საერთოდ არ აქვთ მოსამართლეებს გაზიარებული“, - აღნიშნა ადვოკატმა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიუსაჯა. დ.ღ.-ს სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე შეეფარდა. ის სასამართლო დარბაზში დააკავეს. აღსანიშნავია, რომ დ.ღ-ს პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება და საპატიმროში ის 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)