19:08 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 18:13:41, 1141 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სტუდენტის შესაძლო შევიწროვების ფაქტზე: ხელს არავის დავაფარებთ

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე საკრებულოს წევრის მიერ, რომელიც ამავდროულად ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორიც არის,  სტუდენტი გოგონას მიმართ შესაძლო სექსუალურ შევიწროვებას ეხმაურება. 

საკრებულოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ თუ დანაშაული დამტკიცდა, ლექტორს ხელს არავინ დააფარებს და ის კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. 

„მკაცრად ვგმობთ ყოველგვარ იძულებას, ყოველგვარ ძალადობას, ყოველგვარ შევიწროვებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არაოფიციალურად, საკრებულოს წევრისგან მოხდა იძულების ფაქტი. ჩვენ გამოძიების შედეგებს დაველოდებით, ხელს არავის ვაფარებთ, ვინც არ უნდა იყოს ის, კანონის სრული დაცვით აგებს პასუხს“, - განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი გოგონა ლექტორს, რომელიც ამავდროულად ბათუმის საკრებულოს წევრია,  სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის150-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც იძულებას გულისხმობს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics