|
2019-05-22 15:17:42, 1110 ნახვა
საზოგადოება
სამგორში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო
სამგორის რაიონში მდებარე სამხედრო დასახლებაში შიდა გზების მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. კახა კალაძის თქმით, დასახლებაში დაახლოებით 1700 ოჯახი ცხოვრობს, რომლისთვისაც აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება პრიორიტეტული იყო. „არანაირი გზა, სანიაღვრე სისტემა, გარე განათება არ არის ამ დასახლებაში. მოსახლეობა ძალიან აქტიურობდა. აქტიური კომუნიკაცია იყო ჩვენთან, პირადად მეც მწერდნენ და ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. „ბლექსი ჯგუფი“ მუშაობს, 4 თვის ვადაში მთლიანად დასრულდება სამუშაოები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, სკვერი, სპორტული მოედანი, გარე განათებები, ყველაფერი, რაც სჭირდება უბანს, იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებს ადგილზე ასევე გაეცნენ თბილისის მერიის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი, თბილისის საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი შოთა ხაბარელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)