17:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 14:45:45, 904 ნახვა

საზოგადოება
საქართველო INSARAG -ის აკრედიტაციის მისაღებად ემზადება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გამართულ შეხვედრას სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ლევან ღირსიაშვილი, გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - კლაუს ბუხმიულერი და სწრაფი განთავსებისა და საერთაშორისო ოპერაციების უფროსი სპეციალისტი - პეტერ გოხარაჯი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას საუბარი  INSARAG-ის აკრედიტაციის მიღების პროცესში გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას შეეხო. ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ პროცესში მენტორობას გაუწევს.

გერმანული მხარე ქართველი მეხანძრე-მაშველების პროფესიულ და ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე შეაფასებს და საქართველოს INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებისთვის საჭირო რეკომენდაციებს მისცემს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. INSARAG-ის აკრედიტაციის მიღებით, საქართველო საერთაშორისო სამაშველო სამსახურის წევრი გახდება, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო მისიებში.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მოხდება სამსახურის შესაძლებლობების გაუმჯობესება ტრენინგებისა და სასწავლო კურსების, ტექნიკური დახმარების, ასევე ინსტიტუციონალური გაძლიერების ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics