|
2019-05-14 16:17:56, 1116 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობა წყნეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. გზის საფარის განახლება რამდენიმე მისამართზე, მათ შორის, გაგრის N8-ში და II ჩიხში, თავდადებულის ქუჩაზე, მაია წყნეთელის I შესახვევში, ამილახვრის N21-ში და ლესელიძის ქუჩაზე მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ასრულებენ. პირველ ეტაპზე, გზებზე დაზიანებული საფარის დემონტაჟი განხორციელდა, შემდეგ მოეწყო ბორდიური და გზის საფუძველი მომზადდა. მაია წყნეთელის I შესახვევში და ლესელიძის ქუჩაზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგო. პროექტების თანახმად, გაგრის N8-ში 1 000 კვ.მ ფართობის ეზო მოწესრიგდება, გაგრის II ჩიხში - 380 კვ.მ, თავდადებულის ქუჩაზე გზის საფარი 1860 კვ.მ განახლდება, მაია წყნეთელის I შესახვევში 500 კვ. მ ფართობის მონაკვეთი შეკეთდება, ხოლო ლესელიძისა და ანჯაფარიძის ქუჩებზე 1 725 კვ.მ გზის საფარი განახლდება. საგზაო სამუშაოებს შპს „სკინჩი“ და შპს „ლუკრი“ აწარმოებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)