|
2019-05-13 19:08:15, 1190 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: იმ დასახლებული პუნქტების მესამედი, სადაც 2019-2021 წლებში გაზიფიკაცია განხორციელდება, სამეგრელოში მდებარეობს
დიდი ნეძის კახათი ერთ-ერთი პირველი სოფელი იქნება სამეგრელოში, სადაც საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. დღეს სოფლის მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია შეხვდნენ და მათ სამთავრობო ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ესაუბრნენ. ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში. მოსახლეობასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონის წინაშე არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე, მათ შორის, სკოლისა და საბავშვო ბაღის შენობის შეკეთებაზე, მცირე ბიზნესის ხელშეწყობაზე და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტზე, რომელსაც დიდი წვლილის შეტანა შეუძლია რეგიონის ეკონომიკური განვითარებასა და მოსახლეობის დასაქმებაში. მინისტრმა მოსახლეობას განუცხადა, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიული პროექტია და ის აუცილებლად აშენდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)