13:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 12:58:56, 1188 ნახვა

საზოგადოება
„ყაზტრანსგაზმა“ უსაფრთხოების მიზნით აბონენტების განმეორებითი შემოწმეება დაიწყო

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა  აბონენტების განმეორებითი შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ერთხელ უკვე ჩაუჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული, აკრძალული და მკვლელი ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები.

აღმოჩნდა რომ მათ დიდ ნაწილს, ქსელიდან გათიშვის შემდეგ,   კვლავ თვითნებურად ქონდათ მიერთებული გაზის ღია კამერიანი აკრძალული დანადგარები , რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარი ოჯახის  წევრებს, ისე მეზობლებს.  ასევე არ ითვალისწინებენ კომპანიის სპეციალისტების რეკომენდაციებს და კვლავ კუსტარულად  აერთებენ ღია კამერიან წყლის დანადგარებს, რომლის საცხოვრებელ ფართში მოხმარება კატეგორიულად აკრძალულია. ღია კამერიანი წყლის გამაცხელებელი და გაზის გამათბობელი იწვევს CO-ს  (ცეო) გამოყოფას და უნებლიე სიკვდილს.

ყოველი თვის ბოლოს კომპანია ყაზტრანსგაზ თბილისი თვის სტატისტიკას ავრცელებს დედაქალაქის უბნების მიხედვით. მაგალითად ბოლო, აპრილის თვის სტატისტიკით  ყველაზე მეტი, უსაფრთხოების წესების  დარღვევის ფაქტი სამგორის, ჩუღურეთის და სანზონის რაიონებში დაფიქსირდა. მხოლოდ აპრილში კომპანიის სპეციალისტებმა  თბილისში, საცხოვრებელ ბინებში 7281 კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი  ჩაჭრეს.  ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული და ინფორმირებული მოსალოდნელ საფრთხეებზე, თუმცა განმეორებითი შემოწმების დროს სპეციალისტებს ბინებში კვლავ დახვდათ გაზის ქსელზე თვითნებურად მიერთებული საშიში, ღია კამერიანი გაზგამათბობლები და წყალგამაცხელებლები. 

https://youtu.be/GR5_BQ2QFwU

https://youtu.be/VlyYWBup72Q

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics