|
2019-05-13 10:30:33, 1077 ნახვა
საზოგადოება
შსს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს აგრძელებს - მცხეთა-მთიანეთში 6 ადგილზე კამერები დაემატა
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, კვლავ განაგრძობს რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით 6 ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ: 1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) - ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) - ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) - ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) - ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ. 5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) - ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ. 6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) - მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) - ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)