|
2019-05-11 16:59:55, 1253 ნახვა
საზოგადოება
მახათას მთის მიმართულებით 12 მაისს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, 12 მაისს, დილის 07:00 საათიდან, მახათას მთისკენ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და იქნება ცალმხრივად “წრიული” შემდეგი მიმართულებით: ყველა სახის ამსვლელი ტრანსპორტისთვის მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ვაზისუბნის 2-მ/კ რაიონის მხრიდან, მახათის აღმართის გავლით, ხუდადოვის და ცაიშის ქუჩების მიმართულებით. ასევე ტრანსპორტს შეეძლება ცალმხრივად მხოლოდ ამსვლელი მიმართულებით იმოძრაონ შემდეგი ქუჩებით: ავლაბრის მოედანი, გუმბრის ქუჩა, საინგილოს ქუჩა, ნიაბის ქუჩის გავლით მახათის მთაზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით : მეტროსადგურ "ვარკეთილი", ვაზისუბნის 2-მ/რ , მახათას აღმართი, ხუდადოვის ქუჩა, თბილისის ზღვა, ჰუალინგის მიმართულებით. პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - ავლაბრის მოედანი, ვარკეთილი, ვაზისუბანი 2-მ/რ , მახათას აღმართი, ცაიშის ქუჩის გავლით, საბჭოს მოედნის მიმართულებით. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საგზაო მოძრაობას საპატრულო პოლიცია დაარეგულირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)