12:13 - 22 Jul, 2026
|
2019-05-10 18:56:58, 1598 ნახვა
საზოგადოება
ღვთისმშობლის წილხვედრობის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 694 600 ლარი გამოიყო
12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 694 600 ლარი გამოიყო. პრემიერ-მინისტრის განკარგულების თანახმად, 480 000 ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს საქართველოს საპატრიარქო, 73 000 ლარს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. გარდა ამისა, დამტკიცდა ღონისძიებების გეგმაც, რომლის მიხედვით, 12 მაისს თბილისსა და რეგიონებში გამოფენები მოეწყობა, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)