12:13 - 22 Jul, 2026
|
2019-05-10 17:12:01, 1195 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება
თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაფინანსების ზრდა დედაქალაქში მათ შორის ე.წ ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლებას უკავშირდება. „როგორც საზოგადოებას დავპირდით, ძველ პარკს, ე.წ ყვითელ ავტობუსებს წლის ბოლომდე ახალი და თანამედროვე ავტობუსებით ჩავანაცვლებთ. ამასთან ერთად, მომავალი წლიდან ჩვენ უკვე დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. აქედან გამომდინარეც არის მიღებული მათთვის რესურსის გაზრდის გადწყვეტილება", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)