|
2019-05-10 15:35:06, 1067 ნახვა
საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები მცხეთა-მთიანეთის ექიმებს გააცნეს
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები და სამომავლო გეგმები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ექიმებს პირადად გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე. პროგრამის ფარგლებში, ცვლილებები განხორციელდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. უკვე გაფართოვდა იმ აფთიაქების ჩამონათვალი, სადაც ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ან მინიმუმ განახევრებულ ფასად შეუძლიათ. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს 118 აფთიაქი მოემსახურებათ. ეს აფთიაქებია:
ასევე ეტაპობრივად ფართოვდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტებისა და დაავადებების ნუსხა. ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურანლო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკულ დაავადებებს:
პროგრამის მოსარგეებლეები არიან:
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, შშმ ბავშვები;
პროგრამით სარგებლობისთვის თავდაპირველად პაციენტი მიმართავს ოჯახის ექიმს ან ექიმ-სპეციალისტს, რომელიც გასცემს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებულია მისთვის საჭირო მედიკამენტების გენერიული დასახელება. ამის შემდეგ, მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს რეგისტრაციისთვის და წარადგენს ექიმის მიერ გადაცემულ ფორმა N100 -ს . მედიკამენტის მისაღებად კი პაციენტი მიმართავს პროგრამის მიმწოდებელ ნებისმიერ აფთიაქს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)