12:13 - 22 Jul, 2026
|
2019-05-10 15:04:09, 1227 ნახვა
საზოგადოება
სენაკში 24 მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
სენაკის ერთ-ერთ სკოლაში 24 მოსწავლე ცუდად გახდა, რის გამოც ისინი ადგილობრივ ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოს დირექტორის იამზე დგებუაძის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „24 ბავშვი შემოიყვანეს, 18 სასწრაფომ მოიყვანა, 6 თვითონ მოვიდა. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა, თუმცა ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია“, - აღნიშნა დგებუაძემ. მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები საავადმყოფოში ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან, რომელიც ზუგდიდან გამოიძახეს.
ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)