|
2019-05-10 14:13:11, 1278 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე კოსტავას ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოსტავას ქ. N71-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ჩატარებული სამუშაოები თბილისის მერს საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ გააცნო. კოსტავას N71-ში გამგეობამ ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და მის ნაცვლად, გამწვანებული ტერიტორია მოაწყო. დაინტერესებული საზოგადოებისთვის სკვერის პირვანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებიც იყო წარმოდგენილი. „სპორტის სასახლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სადაც ავტოფარეხები იდგა, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ავტოფარეხების დემონტაჟის შემთხვევაში, სკვერებს და სპორტულ მოედნებს მოვაწყობდით. ამ შემთხვევაშიც, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ და უსახური ავტოფარეხები ავიღეთ. მათ ადგილას მოეწყო სკვერი, სადაც ადგილობრივებთან ერთად, დედაქალაქის სხვა მცხოვრებლებიც დაისვენებენ. ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგანაა დამზადებული და ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველთვის ასეთი მიდგომა გვექნება, როდესაც ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდება და გამგეობა ან მერია მსგავს სივრცეებს მოაწყობს“, - განაცხადა თბილისის მერმა. პროექტის შედეგად, 2 000 კვ.მ ფართობზე საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და LED განათების სისტემა მოეწყო. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია ცოცხალი ღობით შემოისაზღვრა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, 16 სახეობის 800-მდე მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები კომპანია „გრინსერვის+“-მა აწარმოა. პროექტის ღირებულება 293 661 ლარს შეადგენს.
(NS)
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)