|
2019-05-08 10:46:31, 847 ნახვა
საზოგადოება
„სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა
თბილისში „სტუდენტური ფესტივალი 2019“ გაიხსნა, რომელიც 16 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნეს. როგორც კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა პროექტი, რომელიც მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს მომავალი თაობისთვის უკეთესი პირობების შექმნას. შესაბამისად, მათში სტუდენტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის და ყველას გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებულები იყავით, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა. ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, ყველა აგური, რომელიც იდება, მიმართულია იქეთ, რომ თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა იცხოვროთ უკეთეს საქართველოში, უკეთეს თბილისში. ამ ყველაფერში თქვენი თანამონაწილეობა, თქვენი ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია. მომავალ კვირას ვგეგმავ, ჩემს თანამშრომლებთან ერთად წარმოვადგინო, თუ რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით დედაქალაქში. მინდა, გისურვოთ წარმატებები და დარწმუნებული ვარ, ეს 10 დღე იქნება ძალიან საინტერესო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ჩატარდება 20-მდე მასობრივი ღონისძიება: სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, დახურვის ცერემონია. ფესტივალი მოიცავს საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს. საკონკურსო ნაწილი ითვალისწინებს შეჯიბრებებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა). არასაკონკურსო მიმართულება მოიცავს შემდეგ აქტივობებს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.
(NS)
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)