|
2019-05-06 11:36:01, 992 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონის სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების წარმომადგენლებთან და სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის სიახლეები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე. მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ბენეფიციარებს მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ, ან განახევრებულ ფასად უკვე 5 სააფთიაქო ქსელში შეუძლიათ, ესენია: „PSP“, “ავერსი“, „ჯიპისი“, „ფარმადეპო“, „სახალხო აფთიაქი“. მთელი საქართველოს მასშტაბით, პროგრამის ბენეფიციარებს უკვე 118 აფთიაქი ემსახურება. ასევე მუდმივად იზრდება პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ნუსხა. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას. პროგრამით ფინანსდება 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო ყველაზე მოხმარებადი 35 დასახელების მედიკამენტი. „პროგრამის მოცვა გაფართოვდა და დღეისთვის უფრო მეტ აფთიაქში გაიცემა მედიკამენტი, ვიდრე აქამდე გაიცემოდა. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ინფორმაციის გაზიარება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმებისთვის და ასევე მათი მხრიდან იმ გამოწვევების გაცნობა, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ხვდებიან ამ მედიკამენტების დანიშვნასთან დაკავშირებით. საუბარი გვქონდა პირველად ჯანდაცვაში ქრონიკული დაავადებების მართვასთან დაკავშირებით ძირითად გამოწვევებზე და ასევე იმაზეც, რამდენად შეიძლება პროგრამის ეფექტური და წარმატებული გამოყენება რათა გაუმჯობესდეს ქრონიკულ დავადებებთან დაკავშირებული შედეგები, კერძოდ, ჰიპერტენზიის მართვის გაუმჯობესება, შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესება, ეპილეფსიის, პარკინსონის და ბევრი სხვა დაავადების." - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს: გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტი (ტიპი II), ფილტვის ქრონიკული (მათ შორის ასთმა), ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადება. პროგრამის მოსარგეებლეები არიან: ✓ სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, მედიკამენტების შეძენა შეუძლიათ სიმბოლურ ფასად-1 ლარად;
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)