|
2019-05-02 14:07:23, 1120 ნახვა
საზოგადოება
„გრძნობს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას პრეზიდენტის განცხადებების გამო?!“ - აქცია პარლამენტში
სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრები პარლამენტში პლენარული სხდომის პარალელურად შენობის დერეფანში აქციას მართავენ. ისინი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ეკითხებიან, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო. "ეს არის პროტესტი პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არაა და პრეზიდენტი ანტისახელმწიბოებრივ განცხადებებს აქამდეც აკეთებდა. დღეს პარლამენტში მოვედით იმისთვის, რომ იმ პარლამენტარებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდნენ ზურაბიშვილს, ვკითხოთ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას მის ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ არაა ჩვენი გუნდის წევრიო, მაგრამ მათი გუნდის წევრი რომ ყოფილიყო, მისცემდნენ თუ არა წითელ ბარათს?! ჩვენი პროტესტი განსაკუთრებულად პრეზიდენტის ამერიკული ბაზების განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომ თითქოს არ უნდა გავაღიზიანოთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და ამის გამო აშშ-ს ბაზებზე უარი უნდა ვთქვათ", აცხადებს სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრი მარიამ დოლიძე. მოძრაობის წევრებს თან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი და პლაკატები წარწერით "წითელი ბარათი პრეზიდენტს" აქვთ. სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" შაბათს, 2 საათზე, პრეზიდენტის სასახლის წინ აქციას აწყობენ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)