|
2019-04-25 09:34:47, 1138 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს ნაძალადევი-გოცირიძის მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თბილისის „მეტროპოლიტენში“ ელექტროსადენებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 450 კილომეტრი ძალოვანი კაბელი შეიცვლება. „დაახლოებით, ერთი საათით მეტროს მუშაობა შეფერხდა. უსაფრთხოების მიზნით, ძირითად ხაზზე მგზავრთა გადაყვანა აღარ ხდებოდა. პრობლემა იყო ის, რომ ძლოვანი კაბელი დაზიანდა. ახლა მიმდინარეობს დაზიანებული კაბელის აღდგენა და პრობლემა სრულად მოგვარდება. მეტრო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშობას. თბილისში მეტრომ ფუნქციონირება 1966 წელს დაიწყო და შემდეგ ეტაპობრივად, წლების განმავლობაში, სხვადასხვა სადგურები ემატებოდა. მას შემდეგ, ეს ძლოვანი კაბელი არ შეცვლილა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ვისაუბრე იმაზე, რომ 450 კმ ძალოვანი კაბელის მთლიანად გამოცვლა გვაქვს დაგეგმილი. ამაში აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება. ტენდერი უკვე ჩატარებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს განახორციელებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება ივნისში დაიწყება. მანამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდება. ამასთან, კახა კალაძემ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, კერძოდ, აზიის განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა, რომელიც აღნიშნულ პროექტს მერიასთან ერთად ახორციელებს. „მეტროს ვაგონების რეაბილიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს. 15 ვაგონის რეაბილიტაცია ხდება და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ ამით უკვე ამოვწურეთ იმ ვაგონების განახლება, რომლებიც რეაბილიტაციას ექვემდებარებოდა. შემდეგი ეტაპი ახალი სამგზავრო ვაგონებით ჩანაცვლება იქნება, რადგან მათი ძირითადი ნაწილი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შესყიდვა მოგვიწევს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ძალოვანი კაბელის აღდგენით სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი შარკოვი გაეცნენ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)