|
2019-04-24 13:32:11, 1311 ნახვა
საზოგადოება
კახიანი ჯიბღაშვილის გათავისუფლებაზე: სასამართლომ თავად უნდა ახსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება
სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სასამართლომ თავად უნდა ახსნას, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი მსახიობისა და ბიზსნესმენის, ლევან ჯიბღაშვილის გათავისუფლების ფაქტს. მისი განმარტებით, სამართლომ პატიმრობაში პირის დატოვება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. „ეს მავნე პრაქტიკა, რომელიც ადრე არსებობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიბრძვით. თუ რაიმე ისეთი შემთხვევები არის, რამაც შეიძლება მსგავსი კითხვები გააჩინოს, ამ კონკრეტულ შემთხვევებზე უნდა ვისაუბროთ და ამ კონკრეტულ შემთხვევებს მეტი პასუხი გაეცეთ. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და სასამართლომ თავად უნდა ახსნას, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პატიმრობაში პირის დატოვება მან არ ჩათვალა მიზანშეწონილად და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)