|
2019-04-24 12:21:23, 1035 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული მეტროს შახტის რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განცხადა. მისი თქმით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე მეტროს 50-ე შახტია, რომელიც მეტროს გამნიავებლის ფუნქციას ასრულებს. შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. „ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, პირდაპირ გზის სავალ ნაწილზე არის მეტროს 50-ე შახტი, რომელიც მოსაწესრიგებელია. ტერიტორია რკინის ჯებირებით არის შემოღობილი და ავტომობილებს გავლა უჭირთ, ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილებაა შეუძლებელია. ჩემი თხოვნაა, საკითხი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ პროექტის განსახორციელებლად, რომლის ღირებულება დაახლოებით, მილიონ ლარზე მეტია, თანხა გამოყოფილია. ისე გავაკეთოთ, რომ სატრანსპორტო მოძრაობას ხელი არ შეეშალოს და ფეხით მოსიარულეებისთვის გადაადგილება პრობლემა არ იყოს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერი საბურთალოს მოსახლეობას და ყველას, ვინც აღნიშნული გზით სარგებლობს, პრობლემის მოგვარებას დაპირდა. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარებას მას მოსახლეობა სოციალური ქსელების მეშვეობითაც სთხოვდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის დაღრმავება და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საგზაო საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 084 675,99 ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ შეასრულებს.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)