|
2019-04-23 12:43:30, 1214 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტის ჩამოყალიბების საკითხს, გაიმართა მსჯელობა ახალი სტრუქტურის შემადგენლობისა და ფუნქციების განსაზღვრის შესახებ. როგორც შეხვედრაზე მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული მოსაზრებების თაობაზე მსჯელობა მომავალშიც გაიმართება, რათა გარემოსდაცვითი ომბუდსმენის აპარატი უფრო მოქნილი, მისი საქმიანობა კი უფრო ეფექტიანი იყოს. გარემოს დაცვის სფეროს კომპლექსური და მრავალსექტორული ხასიათის გამო პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით იგეგმება ქვეყანაში “გარემოსდაცვითი ომბუდსმენის” ინსტიტუტის შემოღება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰესების მშენებლობის საკითხთან არსებულ ვითარებას. მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის საკითხზე ცალკე შეხვედრის გამართვა, სადაც შეფასდება, როგორც უკვე მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)