23:45 - 21 Jul, 2026
|
2019-04-19 15:53:46, 1534 ნახვა
საზოგადოება
წარჩინებულ მოსწავლეებს მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ
მოსწავლეებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის დათვალიერების, წარჩინებულ მოსწავლეებს კი მთავრობის სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლე დღეიდან დაინერგა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მთავრობის დღევანდელ სხდომას კომაროვის სკოლის ინფორმატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული 5 მოსწავლე ესწრება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა, მისი ნებისმიერი შენობა, მათ შორის ადმინისტრაცია, იყოს ღია ყველასთვის, განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის. შესაბამისად, ვიწყებთ სპეციალურ ინიციატივას, რომელიც მოსწავლეებს აქ მოსვლის საშუალებას მისცემს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)