23:46 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-18 15:10:12, 1951 ნახვა

საზოგადოება
„არა ბიძინას სასამართლოს, კლანი უნდა წავიდეს“ - საპროტესტო აქცია პარლამენტთან

"კლანი უნდა წავიდეს" - "ევროპული საქართველო" და თავისუფალი დემოკრატები" უზენაესი სასამართლოს შენობიდან საქართველოს პარლამენტამდე საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დანიშვნას გულისხმობს.

ამასთან, დემონსტრანტები სკანდრებენ: "არა ბიძინას სასამართლოს", "სასამართლო კლანის გარეშე".

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, პროტესტი აუცილებლად ინტენსიურ სახეს მიიღებს.

"არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ფუფუნება და უფლება, რომ მიიტაცოს ჩვენი ქვეყანა და სასამართლო ხელისუფლება, წინა ხელისუფლებამ, პოლიტიკოსებმა საკმარისად ბევრი შეცდომა დავუშვით და დანაშაულიც ჩავიდინეთ, რომ აქამდე ჩვენს ქვეყანას არ ჰყავს ღირსეული სასამართლო და ამ შეცდომების დაშვების უფლებას ჩვენ არავის აღარ მივცემთ და ეს პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება ყველა ხერხით", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics