|
2019-04-12 17:18:25, 1964 ნახვა
საზოგადოება
თბილისის შემდეგ, ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები ხაშურშიც გამოჩნდა
თბილისის შემდეგ ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები უკვე ხაშურშიც გამოჩნდა. არსებული ინფორმაციით, ინსტალაცია ხაშურის შესასვლელში, სოფელ გომში დაიდგა. ხაშურის მერიის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ინსტალაციები მერიასთან არ შეთანხმებულა, რადგან აღნიშნულ ადგილზე რაიმეს განთავსების უფლების გაცემა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილებაა. "ექსპრესნიუსი" საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკური ნებართველოს სამმართველოს უფროსს ზურაბ ლებანიძეს დაუკავშირდა. ლებანიძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ბანერის დადგმაც კი, აკრძალულია და ამობრუნებული მანქანების ინსტალაციების შესახებ მათ ნებართვა არ გაუციათ. შეგახსენებთ, რომ ამობრუნებული მანქანის ინსტალაციები თბილისის სხვადასხვა უბნებში ( ვაკის პარკთან, საბურთალოს რაიონში და პეკინზე) უკვე დგას.
ფოტო: imedinews.ge
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)