|
2019-04-12 10:33:23, 1595 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში უძრავი ქონება 1326-მა მესაკუთრემ დააზღვია
იუსტიციის სახლში მომხმარებლები უძრავი ქონების დაზღვევბის სერვისით აქტიურად სარგებლობს. ამ დრომდე 1326-მა მოქალაქემ ისარგებლა კერძო სერვისით და უძრავი ქონების შეძენის პარალელურად შენაძენი იქვე სივრციდან გაუსვლელად დააზღვია. იუსტიციის სახლში აღნიშნული სერვისი 2017 წლიდან გაიცემა. უძრავი ქონების შეძენის პარალელურად მისი დაზღვევის სერვისის დანერგვის იდეა იუსტიციის სახლს ეკუთვნის; პარტნიორი სადაზღვევო კომპანია კი აუქციონის წესით შეირჩა და მასში „ალფამ" გაიმარჯვა. კომპანია „ალფა" იუსტიციის სახლის მომხმარებლებს განსაკუთრებულ, სპეციალურად მათთვის შემუშავებულ პაკეტს სთავაზობს. მათ უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა წელიწადში 90 ლარად შეეძლებათ. , რაც თვეში მხოლოდ 7.50 ლარს შეადგენს. ქონების რეგისტრაციის შემდეგ მოქალაქეებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება არ უწევთ. პოლისი ითვალისწინებს ისეთი ხშირი რისკების დაზღვევას, როგორიცაა მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა; დატბორვა, რომელიც გამოწვეულია გათბობის სისტემის დაზიანებით, კანალიზაციის და წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლით; უხვთოვლიანობა, წყალდიდობა, სეტყვა, მიწისძვრა, ქარიშხალი, მეხის დაცემა, შტორმი; ხანძარი, აფეთქება, დაზიანება კვამლით (რომელიც შედეგად მოჰყვა ხანძარს); ასევე, მესამე პირის მიერ განზრახ მიყენებული ზიანი; ვანდალიზმი; მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა − მესამე პირისთვის დატბორვით, ხანძრით ან აფეთქებით მიყენებული ზიანი. უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, რომელთაც ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აქვთ რეგისტრირებული. იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კომფორტზე და სახელმწიფო თუ კერძო სექტორთან თანამშრომლობით მოქალაქეებს სთავაზობს მათთვის საჭირო სერვისებს ერთ სივრცეში. მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესი საკითხია და იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)