|
2019-04-11 14:53:16, 1540 ნახვა
საზოგადოება
„სმარტში“ სააღდგომო მზადება დაიწყო
განახლებული ფორმატის სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის მზადება დაიწყო. ერთგული მომხმარებლისთვს ყველაზე გემრიელი შეთავაზება „სმარტისვე“ წარმოების სააღდგომო პასკებია. ტრადიციული რეცეპტით მომზადებული პასკის გარდა „სმარტი“ მომხმარებელს სადღესასწაულო და შოკოლადის პასკებს სთავაზობს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პასკების ღირებულება 7 ლარიდან იწყება. სააღდგომო პასკების წარმოების პროცესის გასაცნობად „სმარტის“ საწარმომ მედია ტურს უმასპინძლა. „სმარტის“ კონდიტერი, მერი მანელიშვილი აცხადებს, რომ "სმარტის" მთავარი უპირატესობა, რაც „სმარტის“ პასკებს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს ანიჭებს, არის მაღალი ხარისხის ინგრედიენტები ყოველგვარი მინარევების გარეშე. "სმარტის ერთგულ მომხმარებელს „სმარტი“ უნიკალური გემოვნური თვისებების მქონე უმაღლესი ხარისხის ინგერდიენტებზე დამზადებულ პასკებს სთავაზობს. ეს ინგრედიენტებია: მაღალი ხარისხის კარაქი, კვერცხი, შაქარი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ფორთოხალი, ლიმონი, ნედლი რძე და ასე შემდეგ. სმარტის მთავარი რეცეპტი მდგომარეობს იმაში, რომ ხარისხი დეტალებშია. ჩვენ ვამზადებთ როგორც ტრადიციულ, ასევე სადღესასწაულო პასკებს, რომლის საბოლოო დიზაინსაც ჩვენი კონდიტრები ქმნიან. დარწმუნებული ვარ, სმარტის ყოველ მომხმარებელს ჩვენი პასკები დღესასწაულს და სადღესასწაულო სუფრას გაულამაზებს“, - აცხადებს კონდიტერი. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. “სმარტი” ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზე განავითარებს. მორიგი „სმარტის“ გახსნა სააღდგომოდ ბათუმში იგეგმება და წლის ბოლომდე „სმარტის“ სუპერმარკეტი ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ არგვეთასთან მშენებარე „ვისოლ ჯგუფის“ მორიგ დასვენებისა და მომსახურების კომპლექსშიც განთავსდება.
(R)
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)