|
2019-04-11 14:20:42, 1307 ნახვა
საზოგადოება
რატომ უნდა დაესწრო „არეა ექსპო 2019“-ს?
4-5 მაისს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში უკვე მეორედ აიღებს სტარტს უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა - „არეა ექსპო 2019“. განახლებული შერატონის ყველაზე დიდ დარბაზში ათეულობით დეველოპერი კომპანია მოიყრის თავს, რომლებიც მომხმარებელს სპეციალურ შეთავაზებებსა და განსაკუთრებულ ფასებს წარუდგენენ მშენებარე თუ დასრულებულ პროექტებზე. ღონისძიებას, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირს თავისუფლად შეუძლია, „არეა ჯგუფი“ მართავს. კომპანია უკვე წლებია, რაც უძრავი ქონების ბაზარზე დეველოპერსა და მომხმარებელს შორის შუალედური რგოლის ფუნქციას ასრულებს და დეველოპერ კომპანიებს სხვადასხვა მომსახურებას უწევს - დაწყებული ბაზრის კვლევითა და კომპანიის ბრენდის შექმნით, დამთავრებული გაყიდვების მართვითა და რეპორტინგით. ვანდა ჩიხლაძე ტურისტულ კომპანია გეოტრენდში მუშაობს. მისი კომპანია Real Estate ტურების ჩატარებას გეგმავს. სტუმრებს ძირითადად აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან იღებენ. მათი ინტერესია, მოიზიდონ ინვესტიციები სწორედ ამ ქვეყნებიდან და აჩვენონ კლიენტებს საქართველოს უძრავი ქონების მზარდი პოტენციალი. „ვფიქრობ, რომ უძრავი ქონების განვითარების კუთხით ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს, ამიტომაც ინფორმაციის მიღებას სწორედ ამ კუთხით ვგეგმავ. ტურიზმის სფერო სულ უფრო და უფრო ვითარდება, ამ გამოფენამ დამაინტერესა იმ კუთხით, რომ სტუმრებს, პოტენციურ ინვესტორებს შეიძლება, შევთავაზოთ დამატებითი სერვისი“ - აღნიშნავს ვანდა. სწორედ ამ საკითხზე კეთდება მთავარი აქცენტი წლევანდელი გამოფენის შემთხვევაშიც. თუკი შარშან მთავარი ფოკუსირება მომხმარებელს, უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებზე კეთდებოდა, რაც ერთ სივრცეში მრავალფეროვანი პროდუქტის მწარმოებლისა და შეთავაზებების თავმოყრას ითვალისწინებს, დღეს ღონისძიების მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, კერძოდ ისინი, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციით, აცხადებენ „არეა ჯგუფში“. თეა რუხაია, 8 წელია, რაც უძრავი ქონების პლატფორმა www.place.ge-ზე მუშაობს. Place.ge-ს გაყიდვებისა და ადმინისტრაციული მენეჯერის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ დეველოპერ კომპანიებთან ურთიერთობაა, რომელსაც თეა ძირითადად დისტანციურად ახორციელებს. ვებპლატფორმა საშუალებას აძლევს დეველოპერ კომპანიებს, საიტზე შექმნან თავიანთი პროფილი, დაამატონ კომპანიის აღწერა, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, გამოაქვეყნონ განცხადებები და პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდეთ კლიენტებთან. თეას თქმით, მსგავსი ტიპის გამოფენების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირი კომუნიკაცია არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მისთვის გაცილებით ეფექტური და მოსახერხებელია. „არეა ექსპო 2019“ მისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ის ერთ სივრცეში შეხვდება დეველოპერ კომპანიებს, გაარკვევს, თუ რა პროექტები შენდება, რა შეთავაზებები აქვთ კომპანიებს, რათა თავისი საქმიანობა მომავალში უფრო ეეფექტურად დაგეგმოს და საინტერესო შეთავაზებები გაუკეთოს დეველოპერებს. „არეა ექსპოს“ გასულ წელსაც დავესწარი. მაშინ ძალიან საინტერესო იყო დეველოპერი კომპანიების პრეზენტაციების ნაწილი, რაც ჩემთვის ინფორმაციულად დატვირთული აღმოჩნდა“, აღნიშნავს თეა.
(R)
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)