|
2019-04-11 12:19:07, 1578 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვას ან თეთრი ფირის გადაკვრას ვთავაზობთ
თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება. „როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე, დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები. „რაც შეეხება ფირის გადაკვრას, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც შეღებვისას, რეკლამას 2 წლის განმავლობაში, შეიძლება, ცოტა ნაკლებში, კომპანია განათავსებს და ის მიიღებს შემოსავალს, ხოლო 2 წლის შემდეგ შემოსავალი ავტომანქანის მფლობელის საკუთრება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმას და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. „ისინიც ამბობენ, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა ითხოვდნენ, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო მისი განხორციელება. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ. „ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა თავისი გუნდი წარადგინა
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველომ ლიმონათების ექსპორტიდან თითქმის $100 მლნ-ის შემოსავალი მიიღო მიიღო - მთავარი ბაზარი რუსეთია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)