19:14 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 13:11:29, 1318 ნახვა

საზოგადოება
ლიეტუვის საელჩო 9 აპრილზე: ლიეტუველებისათვის მსგავსი ერთიანობის განცდა ნაცნობია - ჩვენც მოგვიწია თავისუფლებისთვის მსხვერპლის გაღება

ლიეტუვას საელჩო საქართველოში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას განცხადებით ეხმაურება.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 9 აპრილი საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყია.

"30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი - სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა - 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ - მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
Euromoney-იმ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა
Global Finance-მა BOG ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის საუკეთესოდ დაასახელა
საპოლიციო ძალადობა სისტემის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა - SJC
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics