00:38 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 10:48:40, 1327 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობის მეორე ეტაპი დაიწყო

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს. 

სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. 

თბილისის მერის დავალებით,  დასახლებაში სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და გარდამავალი პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებში მოეწყო 1.2 კმ სიგრძის ცენტრალური კოლექტორი. მეორე ეტაპზე, ვარდისუბნის ქუჩაზე, 2.5 კილომეტრზე, მოეწყობა 500 მმ გარე ქსელი და 100 ერთეული ჭა. 

„მუხიანის აგარაკებზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. აქ მსგავსი სისტემა არასდროს ყოფილა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. სამუშაოების ჩატარება გასულ წელს დავიწყეთ. პროექტი დაახლოებით, ივლისში მთლიანად დასრულდება. როგორც წყალარინების სისტემა, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება. ამ ეტაპზე ცენტრალური დაერთების სამუშაოები დასრულებულია, ახლა კი  ქუჩებში დაქსელვის სამუშაოები იწყება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

წყალარინების გარე ქსელის მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „გზა“ აწარმოებს. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებაზე 750 000  ლარი დაიხარჯება.

სამუშაოები მერთან ერთად დღეს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერეს.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
რუსეთმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ ზონაში იერიში მიიტანა: ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics