00:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-23 12:19:41, 961 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: სააკაშვილის რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება

„ვეთანხმებით შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მზად არიან რეზოლუციასთან დაკავშირებით იმსჯელონ.

„ამ რეზოლუციის ზოგად პათოსს და არამხოლოდ პათოსს, ზოგად შინაარსს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ჩვენ ყველა ვართ იმ აზრზე, რომ 2004-2012 წლებში იყო ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ეს არის ჩვენი საერთო შეფასება, თუმცა, რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი - დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად, ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერდით. შეუძლებელი იყო მისი მხარდაჭერა. ჩვენ ვეთანხებით ამ შეფასებას, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას სჭირდება გამართული შეფასება და გაფორმება. მზად ვართ ამაზე მსჯელობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს "სააკაშვილ-ბოკერიას" მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics