|
2026-07-09 19:08:36, 342 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
ივანიშვილის დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ქარდი, რომელზეც ივანიშვილი მერაბ კოსტავასთან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად არის გამოსახული, მისთვის "გაუგებარია. მისი თქმით, ეს პოსტი ქართული ოცნების გუნდში არსებულ განწყობას არ შეესაბამება. "არსებობს ასეთი ქარდებით ბრძოლა რა, გამოაქვეყნებენ, მერე რაღაცა განცხადებას გააკეთებენ ისეთს, რომელიც არ შეესაბამება არც პოლიტიკურ პროპაგანდას და არც პიარს, იმას, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური პარტია მისდევს. ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ გაუტოლებია საკუთარი თავი არავისთვის. ძალიან წყნარად, ყოველგვარი დაყვედრების გარეშე, უამრავი პრობლემა განუხორციელებია ქვეყნისთვის პოლიტიკის შიგნით თუ პოლიტიკის გარეთ. არასოდეს თავისი თავი არ დაუყენებია ამ სამეულში. არც არის ეს ასე მოსააზრებელი. ყველას თავისი როლი და თავისი მნიშვნელობა აქვს ისტორიისთვის. ეს ქარდი რას ნიშნავს, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია, ვინაიდან ეს არანაირად არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც არსებობს ჩვენს გუნდში და გინდა, ბიძინა ივანიშვილის პირად დამოკიდებულებას. არასდროს არავის გვერდზე საკუთარი თავი არ მოუაზრებია მას პირადად და ჩვენც არასდროს გვითქვამს, რომ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით ერთად უნდა იყოს განხილული სხვადასხვა ისტორიული ფიგურა, მითუმეტეს ქართული ოცნების პარტიის დამფუძნებელი. საიდან მოიტანეს ეს ქარდი ან ვინ ალაიქებს ან ვინ აჰაჰავებს, თუ როგორც არის, ან ვინ არის გაბრაზებული, არ ვიცი. ტროლებიც თქვენ ხართ და ბოტებიც თქვენ ხართ. ტროლებით არ არის ქართული ოცნება დაკავებული." - ამბობს ვოლსკი მედიასთან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)