00:44 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 15:51:47, 1195 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საპენსიო სისტემაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა.

კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე თანხმობა 42-მა დეპუტატმა დააფიქსირა, 10 კი, წინააღმდეგი იყო.

ცნობისთვის, ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მის კანონპროექტს მხარს არ დაუჭერა, იგი მმართველ გუნდს დატოვებდა.

ნაცვლიშვილის მიერ შეთავაზებული ცვლილებები, სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემის ამოქმედებას გულისხმობდა.

კერძოდ, პროექტის მიხედვით, საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს რიცხავს, რასაც სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი ემატება. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ საპენსიო შენატანს თაობათა სოლიდარობის სქემაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics