|
2019-02-19 15:07:06, 949 ნახვა
პოლიტიკა
გოგიჩაიშვილი უმრავლესობას: სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება, მეუხერხულება ეს მომენტი, მეტი პატივისცემაა საჭირო
„ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს?! - ასე მიმართა უმრაველსობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ. გოგიჩაიშვილმა უმრავლეობას აღნიშნული საკითხის შესახებ დისკუსიების გაგრძელებისკენ მოუწოდა. „მე რაც მაშფოთებს ის არის, რომ არავინ გვეთანხმება ხოლმე ამ კანონპროექტებში არასდროს და ეს უკვე რაღაცნაირ ფორმას იღებს. მესმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ხმების საკმარისი რაოდენობა მოვაგროვოთ და მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ხომ შეიძლება ხანდახან ისე წავიყვანოთ ეს პროცესი, რომ ერთი მხარდამჭერი მაინც ვიპოვოთ გარეთ, ვინც სიტყვაზე ამ პროცესს მხარს დაუჭერს და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. სულ ასე სიარული, სიჯიუტე, არაფრის გათვალისწინება... მე მეუხერხულება უკვე ეგ მომენტი, რომ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პრინციპში სწორია, მაგრამ ჩვენს გარდა ამას მხარდაჭერა ხომ სჭირდება საზოგადოებისგანაც? მარტო ტექნიკური მხარე ხომ არ არის ორმოცდაათმა კაცმა ხმა მისცეს? იქნებ ცოტა დავუთმოთ იმ ხალხს, მოვუსმინოთ. არ არის სასიამოვნო განსხვავებული აზრის მოსმენა, მესმის, მაგრამ ჩვენ ხომ გვევალება, მთავრობას ევალება. მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ყველა არგუმენტი ამოწურეთ, ჯიუტები არიან, არ ესმით და არ გაგითვალისწინეს. თუ არ არის რამე სასწრაფო და ვადებში ვართ, იქნებ ცოტა ხანი კიდევ გავაგრძელოთ დისკუსიები ამ საკითხზე. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწინააღმდეგება, პარტნიორებშიც რაღაც ისე გვიყურებენ. მართლა სულ იზოლირებულ მდგომარეობაში ხომ არ ვიქნებით? ცოტა მეტი პატივისცემა, ასე მგონია მე, რომ ასეთი პროცესი უნდა წავიდეს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის საკანონმდებლო ინიცისტივაზე მსჯელობს. კანონპროექტზე მსჯელობა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით უკვე განიხილეს. ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხლების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს. ცვლილებიების თანახად, შექმნილ საბჭოში, მის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრი, შს მინისტი, თავდაცვის, საგარეო და ფინანსთა მინისტერები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახუროს უფროსები, ასევე თავდაცვის ხელმძღვანელები იქნებიან. პროექტის მიხედვით საბჭოს ცალკე დამოუკიდებელი აპარატი ეყოლება, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთვის დაფინანსება საელმწიფო ბიუჯეტით მოხდება.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)