|
2019-02-15 11:22:47, 1122 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად, ქუვეითის პრემიერ-მინისტრ შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, სატრანსპორტო მიმოსვლასა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. უმრავლესობის ლიდერმა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საკანონმდებლო და ეკონომიკური რეფორმები, ასევე, ბიზნესის წარმოების და საინვესტიციო გარემოს შესახებ საქართველოს საერთაშორისო რეიტინგები გააცნო. საუბარი შეეხო ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდთან თანამშრომლობის საკითხსაც. ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)