|
2019-02-13 14:54:48, 1197 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიოლერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვდა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. მხარეებმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანების ურყევ მისწრაფებებზე და ამ კუთხით საქართველოს მოსახლეობის მზარდ მხარდაჭერაზე იმსჯელეს. საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესსა და მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლება “NATO-GEO EXERCISE 2019”-ს შეეხო. მხარეებმა თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთული იქნება მაღალი დონის ვიზიტებით, საერთაშორისო სწავლებებითა და სხვადასხვა ღონისძიებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ლიტვის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან, სადაც კოლეგები ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)