|
2018-12-28 11:31:13, 1267 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბარისახოში ბავშვებს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და დუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ბარისახოში პანსიონსა და საბავშვო ბაღს ესტუმრნენ. მათ ბავშვებს და აღმზრდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. პანსიონის მოსწავლეებს, მეფუტკრეობაზე მეოცნებე ძმებს, გაგა და გია ლიქოკელებმა საჩუქრად 10 ცალი სკა გადაეცათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდა ძმების გეგმები მოისმინეს და მხარდაჭერა აღუთქვეს. „მინისტრის სტუმრობა მოულოდნელი იყო.. არ ველოდით. ასეთი დიდი თანამდებობის პირი აქ არასდროს ყოფილა. შობა-ახალი წელი მოგვილოცეს, ძალიან გაგვიხარდა. 10 სკა, კომპიუტერი და წიგნები გვაჩუქეს. ამ სკებს ავაწყობთ და ფუტკარს გავამრავლებთ. მერე ფუტკარი თაფლს მოგვცემს. ეკოლოგიურად სუფთა თაფლი ბევრს უნდა, ძალიან სასარგებლოა“, - აღნიშნა გაგა ლიქოკელმა. ლევან დავითაშვილმა ბარისახოელებს იმ ახალ პროგრამაზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ოჯახების მხარდასაჭერად 2019 წლიდან დაიწყება. პროგრამა მთაში მესაქონლეობისა და ეკოტურიზმის განვითარებას ითვალისწინებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც მთიან რეგიონებში ცხოვრობენ და იქ ყოფნით, ფაქტობრივად, საქართველოს საზღვრებს ამაგრებენ. „ამაღელვებელია, როდესაც ხევსურეთში ხედავ მომავალი თაობის მუხტს, შემართებას. ამ ახალგაზრდებს აქვთ ინტერესი მეცხოველეობით და მეფუტკრეობით დაკავდნენ. მათი სურვილის გათვალისწინებით, საჩუქრად სკები ჩამოვიტანეთ. ვეცდებით, ასეთი ადამიანების გვერდით ვიყოთ და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ჩვენი მთიანეთის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მინდა მივულოცო და წარმატებები და ბედნიერება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. „ბარისახოელ ბავშვებს და მათ პედაგოგებს დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ, ჩვენი ახალგაზრდების ინტერესების შესახებ მოვისმინეთ, მაღალმთიან სოფლებში ახალგაზრდების დამკვიდრების და მათი შესაძლებლობების რეალიზაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ასეთი ვიზიტები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობისთვის სტიმულის მიმცემია“, - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)