|
2018-12-03 13:51:50, 892 ნახვა
საზოგადოება
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 7 690 000 ლარით გაიზარდება
3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსმა ნუცი ოდიშარიამ და სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა - მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიაციარები მოინახულეს. შეხვედრა გაიმართა დაწესებულების ხელმძღვანელთაც, რომელსაც დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. 2019 წლიდან, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება. გასულ წელთან შედარებით ის 7 690 000 ლარით გაიზარდება და 2019 წლისათვის 35 890 000 ლარს შეადგენს. პროგრამის ბიუჯეტის ზრდა მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული სერვისების განვითარებას. გაზრდილი ბიუჯეტი სხვადასხვა მომსახურებებში ჩართულ 3700-მდე ბენეფიციარს შეეხება. განსაკუთრებულად გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი: სათემო მომსახურების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა 20 ლარამდე გაიზრდება, ხოლო შშმ ბავშვების მცირე საოჯახო ტიპის სახლების და დამოუკიდებელი ცხოვრების მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა დღიური თანხი 30 ლარამდე (ნაცვლად 20 ლარისა) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება ნათესაური შშმ პირებისთვის - თვეში 375 ლარამდე გაიზრდება, და რეგულარული შშმ ბავშვებისთვის - თვეში 900 ლარამდე. ასევე დაგეგმილია შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების ზრდაც.
(NS)
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)