|
2026-07-15 11:42:22, 270 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi-მა გაიმარჯვა. შესყიდვაში წინადადებების მიღება 31 მარტს დასრულდა და ამ პერიოდის განმავლობაში მერია 4 კომპანიის მიერ წარდგენილ წინადადებებს სწავლობდა. გამარჯვებულმა კომპანიამ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი 287.6 მილიონი ლარის წინადადება დააფიქსირა, რაც ტენდერის სავარაუდო ფასზე 416.6 მილიონ ლარზე - 129 მილიონი ლარით ნაკლებია. ტენდერში მონაწილეობა სულ სამმა თურქულმა და ერთმა ჩინურმა კომპანიამ მიიღო, კომპანიების მიერ დაფიქსირებულ წინადადებებს, ასევე, მათ მიერ მითითებულ გამოცდილებას და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს თბილისის მერია გასული სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რის შედეგადაც გამარჯვებულად ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზების მქონე EmreRay Enerji İnşaat Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi გამოვლინდა. კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის მშენებლობის დაწყების პარალელურად, მერია გამოაცხადებს ტენდერს 10 ერთეული ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია თუ რა იქნება აღნიშნული ტენდერის სავარაუდო ფასი. "ჩვენ გვქონდა წინასაარჩევნო დაპირება ისეთი ისტორიული პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ტრამვაის ხაზი. დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „დიდუბესთან“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB-ის) შესყიდვის წესებით გამოცხადებული ტენდერი, მიმდინარე წლის 31 მარტს გაიხსნა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და შესაბამისი წინადადებები წარმოადგინა ოთხმა მსხვილმა კომპანიამ და ერთობლივმა საწარმომ, მათ შორის, სამი თურქეთში, ხოლო ერთი ჩინეთშია რეგისტრირებული. წარმოდგენილი წინადადებების შეფასება დასრულებულია და გვყავს გამარჯვებული კომპანია, თურქეთში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმო EYE (Emre Ray + Yüksel + Erk), რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა. ADB-ის შესყიდვის წესების შესაბამისად განისაზღვრა ე.წ. გასაჩივრების 14-დღიანი პერიოდი, რომლის გასვლის შემდეგაც გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება“, - განაცხადა კახა კალაძემ. კომპანიების მიერ ტენდერში წარდგენილი წინადადებები ასე ნაწილდება:
დიდუბე-დიდი დიღმის ტრამვაის ხაზიდიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის 7.5-კილომეტრიანი ხაზის და ტრამვაის დეპოს მშენებლობაზე პირველი ტენდერი 2025 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, რომელიც ჯერ იანვრამდე გახანგრძლივდა, შემდეგ კი 2026 წლის 13 თებერვალს ხელახლა გამოცხადდა და მისმა ვადამ 31 მარტამდე გადაიწია. სწორედ აღნიშნული ტენდერის გამარჯვებული გამოვლინდა დღეს. ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრი უნდა იყოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ეძებს კონტრაქტორს, რომელიც პროექტს Design-Build (DB) მეთოდით განახორციელებს, რაც გულისხმობს როგორც საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე უშუალოდ მშენებლობას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. პროექტის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ახალ ხაზს 11 გაჩერება ექნება. პროექტის განხორციელებისთვის კონტრაქტორს 36 თვის ვადა, ანუ 3 წელი მიეცემა. აქედან უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისთვის 24 თვე არის გამოყოფილი.
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)