|
2018-12-03 12:59:39, 742 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება
3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის" - საქართველოს პარლამენტში აღნიშნული პროექტი წარმატებით ხორციელდება, რაც მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის თბილისის შენობაში გადაადგილებას გაუადვილებს. ადაპტირების გეგმის ფარგლებში დამონტაჟდა ელექტრო ამწე პლატფორმები, გაიხსნა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის შეძენილია საევაკუაციო ეტლები და გადასაადგილებელი ელექტრო ეტლები, მიმდინარეობს ტაქტიკური ბილიკებისა და საფეხურების ანტისლიპებით მოწყობა. ამავე გეგმის მიხედვით, ადაპტირებული იქნება პარლამენტის საშვთა ბიურო და ასევე, მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მოეწყობა ოთახი, სადაც სპეციალური მოწყობილობის საშუალებით მათ კომპიუტერთან წვდომის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ ამ სერვისით სარგებლობის შესაძლებელი ნებისმიერ გარეშე პირს შეეძლება. მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის მიმდინარეობს მუშაობა ნავიგაციის სისტემის შექმნაზე. ადაპტირების გეგმა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულება, თუმცა აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ამ მიმართულებით ინოვაციური პროექტები საქართველოს პარლამენტში მუდმივად დაინერგება. „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის" - გეგმის განხორციელება ეხმიანება საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებულ ახალ ნორმას, რომლის მიხედვით სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის ვალდებულებას იღებს. ხელმისაწვდომი პარლამენტი 2015 წელს მიღებული ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობისა (OGP) და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპებს ეყრდნობა. პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანი"-სთან ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)