09:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-09 11:34:39, 1347 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორიამ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 9 აპრილს დაცემულ მამულიშვილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ლევან იზორიას განცხადებით, 9 აპრილი ჩვენი ერის ერთსულოვნებისა და თავისუფლების იდეის გარშემო კონსოლიდაციის სანიმუშო მაგალითია.

„9 აპრილი არის საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მისი თავისუფლებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 9 აპრილს დაღუპულმა ახალგაზრდება გადაწყვიტეს საბჭოთა კავშირის დაშლა და დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. დღესაც და მომავალშიც ჩვენს თავისუფლებასა და მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ, უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვიყოთ ერთსულოვანნი ყველა ქართველისთვის სანუკვარი იდეის - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გაშემო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვანს პატივი მიაგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა.

29 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics