23:30 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 13:26:55, 1524 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი და ესპანეთის ეროვნული ცენტრები მეცხოველეობის განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის  (INIA) წარმომადგნელებს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარების პერსპექტივებზე და  ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ანალიზი და გამოვავლინოთ ის მიმართულებები, სადაც შევძლებთ თანამშრომლობას, გავაუმჯობესებთ ხარისხს და აგრარულ სექტორში გავზრდით მოგებას“, - აღნიშნა INIA-ის დირექტორმა, მანუელ ლაინეზმა.

შეხვედრაზე, როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი, ასევე  INIA-ის კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებმა ძირითადი საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს მეცხოველეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი გააცნო.

ესპანური მხარის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და  INIA-ის კვლევით ცენტრს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ერთობლივი კვლევითი პროექტების მომზადებას, სასწავლო პროგრამების ორგანიზებას, სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას გულისხმობს.

„მემორანდუმის ფარგლებში მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების ესპანეთის წამყვან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში სასწავლებლად მივლინება, სანაშენე საქმიანობის განვითარება, ხელოვნური განაყოფიერების თანამედროვე მიდგომების დანერგვა, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაფართოება, ასევე, გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის ერთობლივი სამეცნიერო კვლევებისა და პროექტები განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას“, -აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტექნოლოგიების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის  წარმომადგენლებმა სურსათის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის და ჯიღაურას ბაზები დაათვალიერეს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics