|
2018-03-23 11:19:37, 1386 ნახვა
საზოგადოება
პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო. ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ. „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევძლებთ რადიოაქტიური ნარჩენების სწორ და მდგრად მართვას. მოგეხსენებათ, მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, რაც აღნიშნული თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ საკითხის კომპლექსურობას, არსებულ გამოწვევებს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს პროექტი დროულია. „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ძალიან დროული პროექტია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მიმართულებითაც გვიწევს თანამშრომლობა“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა. შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლის, ლარს ვან დასენის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების ერთად თავმოყრა და მათი უსაფრთხოების კონტროლი. „ვფიქრობ, რომ საქართველო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხით გამორჩეულად აქტიურია და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს“, - აღნიშნა ლარს ვან დასენმა. პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტსაც 1 200 000 ევრო შედგენს დაგეგმილია სიტუაციური ანალიზი, რადიაციული ნარჩენების საცავის მშენებლობის პროექტირება და მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მდგრად მართვას. შეხვედრაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა სააგენტოს საქმიანობის და პროექტის შინაარსის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
(NS)
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)