22:28 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 12:16:39, 1551 ნახვა

საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნავსადგურების მიმღები მოწყობილობების უსაფრთხოების აუდიტის ტრეინინგი დასრულდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნავსადგურების მიმღები მოწყობილობების უსაფრთხოების აუდიტის ტრეინინგი დასრულდა.

19 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანი იყო ნავსადგურის უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ნავსადგურის ობიექტის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები.

4 დღიანი ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა:

საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების მიხედვით ნავსადგურის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება;

 ISO 9001 და ISO 19011 მართვის და აუდიტის სტანდარტების გამოყენებით ნავსადგურების ობიექტების შესაბამისობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან.

აუდიტის გეგმის, ჩატარებისა და აუდიტის ანგარიშის შედგენა ISPS მოთხოვნების შესაბამისად.

აღნიშნული აუდიტის სისტემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს უსაფრთხოების სისტემის განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გაუმჯობესების მიზნით.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics